თავში

რუსეთში ჟურნალისტმა თავი დაიწვა

რუსეთში ჟურნალისტმა თავი დაიწვა
რუსეთში ჟურნალისტმა თავი დაიწვა

რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდში ჟურნალისტმა თავი დაიწვა, ის ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას „ტვიტერის“ გვერდზე ნიჟნი ნოვგოროდში ალექსეი ნავალნის შტაბი იუწყება.

ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქის სამმართველოსთან მოხდა. გარდაცვლილი ადგილობრივი გამოცემის Koza Press-ის მთავარი რედაქტორი ირინა სლავინაა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ მასთან ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა.

წინა დღით მან facebook-ში ასეთი პოსტი დაწერა: „ჩემ სიკვდილში გთხოვთ დაადანაშაულოთ რუსეთის ფედერაცია“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system