თავში

რუსეთში ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა

რუსეთში ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა
რუსეთში ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა

რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში, ქალაქ ნორილსკში, სათხილამურო ბაზაზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად, სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, მაშველებმა თოვლიდან გარდაცვლილი წელიწადნახევრის ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს. ხოლო მანამდე, სამაშველო ჯგუფმა მცირეწლოვანის დედის ცხედარს მიაკვლია. 

გარდაცვლილი ქალის 45 წლის ქმარს ამ დრომდე ეძებენ. მათი უფროსი ვაჟი მაშველებმა თოვლიდან უკვე ამოიყვანეს და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ცნობისთვის, ქალაქ ნორილსკში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად, ხუთი სახლი თოვლის ქვეშ აღმოჩნდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში 50 მაშველი და 3 ერთეული ტექნიკა მონაწილეობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system