თავში

რუსი დაქირავებული მებრძოლები აფრიკაში ადამიანებს აწამებდნენ და კლავდნენ - CNN

რუსი დაქირავებული მებრძოლები აფრიკაში ადამიანებს აწამებდნენ
რუსი დაქირავებული მებრძოლები აფრიკაში ადამიანებს აწამებდნენ და კლავდნენ - CNN

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მყოფი რუსი დაქირავებულ მებრძოლები მრავალ სამხედრო დანაშაულში მონაწილეობდნენ, რომელთა შორის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა, წამება და გაუპატიურებაა. ამის შესახებ CNN წერს.

მასალაში მოყვანილია თვითმხილველის ჩვენება, ასევე ინფორმაცია გაერო-ს კონფიდენციალური დოკუმენტებიდან

ჟურნალისტები აღწერენ 15 თებერვალს ქალაქ ბამბარში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტას. თვითმხილველთა განცხადებით, იქ რუსმა დაქირავებულმა მებრძოლებმა ადგილობრივ მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს. მოქალაქეები მეჩეთში დამალვას ცდილობდნენ.

დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, მაგრამ ჟურნალისტების თქმით, გარდაცვილია 10-დან 20-მდე ადამიანი.

ბამბარის ინციდენტი ერთ-ერთია იმ მრავალი კრიმინალური ეპიზოდებიდან, რომელსაც CNN და Sentry იძიებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ათასობით ადამიანი მკვლელობებზე, გაუპატიურებებსა და წამებაზე საუბრობდა, რომლებშიც რუსი დაქირავებული მებრძოლები ფიგურირებდნენ. ისინი თავს ესხმოდნენ სამოქალაქო პირებს და წვავდნენ მათ სახლებს.

გარდა ამისა, ჟურნალისტების ხელში გაერო-ს კონფიდენციალური დოკუმენტებიც მოხვდა, რომლებიც ამ ბრალდებებს ადასტურებს.

მასალაში აღნიშნულია, რომ გაერო-ს სამშვიდობო ძალების ანგარიში, რომელიც MINUSCA- ს სახელით არის ცნობილი, ბამბარის მოვლენებში რუსების მონაწილეობას ადასტურებს. 

CNN-ის ცნობით, MINUSCA ანგარიში ადასტურებს, რომ 23 თებერვალს რუსმა დაქირავებულმა მებრძოლებმა ქალაქ ბოსანგოასთან საცხოვრებელი სახლები გადაწვეს. 14 მარტს კი ბამბარიში სოფლის უხუცესი მოკლეს. თვითმხილველთა თქმით, რუსებმა 60 სახლი გადაწვეს და სოფელი გაძარცვეს.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ ბამბარის მიღმა რუსებს ბაზა აქვთ, სადაც დაკავებულებს სასტიკად აწამებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system