თავში

აშშ-ში საკრუიზო ლაინერზე კორონავირუსის 21 შემთხვევა დადასტურდა

აშშ-ში საკრუიზო ლაინერზე კორონავირუსის 21 შემთხვევა დადასტურდა
აშშ-ში საკრუიზო ლაინერზე კორონავირუსის 21 შემთხვევა დადასტურდა

აშშ-ში, კალიფორნიის სანაპიროს პორტში მყოფ საკრუიზო ლაინერ Grand Princess-ზე, ახალი ტიპის კორონავირუსის COVID-19-ის 21 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა შორის 2 მგზავრი, ხოლო 19 ეკიპაჟის წევრია. აღნიშნულის შესახებ განცხადება აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა ვაშინგტონში გამართული პრესკონფერენციის დროს გააკეთა.

The New York Times-ის ცნობით, Grand Princess- ის ბორტზე დაახლოებით 3.500 ადამიანი იმყოფება, მათ შორის 2 422 მგზავრი და 1 111 ეკიპაჟის წევრია.

COVID -19 უკვე მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში ფიქსირდება. ეპიდემიამ 3,400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ვირუსი სწრაფად ვრცელდება და დაინფიცირებულთა რიცხვმა უკვე გადააჭარბა 100 000-ს.

რაც შეეხება საქართველოს, ახლახანს კორონავირუსის კიდევ სამი ფაქტი დადასტურდა და ქვეყანაში ამჟამად 12 დაავადებულია. 

წყარო: The New Your Times 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system