თავში

რუსმა ტრამპის კამპანიას 25 ათასი დოლარი "შესწირა", ორი პოლიტტექნოლოგი ეჭვმიტანილია

​რუსმა ტრამპის კამპანიას 25 ათასი დოლარი "შესწირა",
რუსმა ტრამპის კამპანიას 25 ათასი დოლარი შესწირა, ორი პოლიტტექნოლოგი ეჭვმიტანილია

რესპუბლიკური პარტიის ორ პოლიტტექნოლოგს, ჯესი ბენტონსა და დაგ უიდს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კანონების დარღვევაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

კოლუმბიის ოლქის ფედერალურ სასამართლოში გამოქვეყნებული საბრალდებო დასკვნის თანახმად, ჯესი ბენტონმა და დაგ უიდმა "უცხო წარმომავლობის მქონე ათასობით დოლარის, რომელიც ეკუთვნოდა რუსეთის მოქალაქეს, აშშ-ის პრეზიდენტის ოფისში არჩევნებისთვი უკანონოდ გადატანის მიზნით შეთქმულება მოახდინეს",

აშშ-ის კანონი უცხოელ მოქალაქეებს საპრეზიდენტო კამპანიებისთვის ფულის შემოწირვას უკრძალავს.

ბრალდების თანახმად, ბენტონი და უიდი რუსეთის მოქალაქეს 2016 წლის სექტემბერში პენსილვანიაში ტრამპის მონაწილეობით დაფინანსების ღონისძიების ბილეთის მოპოვებაში დაეხმარნენ.

პროკურატურა რუსეთის მოქალაქის სახელს არ ასახელებს.

დეპარტამენტის ცნობით, მან კომიტეტებს ტრამპის კანდიდატის მხარდასაჭერად 25,000 აშშ დოლარი შესწირა და ამის სანაცვლოდ დაესწრო ღონისძიებას მისი მონაწილეობით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system