თავში

რუსულმა თვითმფრინავმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

რუსულმა თვითმფრინავმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია
რუსულმა თვითმფრინავმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

ესტონეთის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, კუნძულ ვაინდლოოს მიმდებარედ რუსულმა თვითმფრინავმა სუ-34-მა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია.

თვითმფრინავის ტრანსპონდერი გამორთული იყო, ამიტომ ფრენის გეგმა უცნობი დარჩა. ეკიპაჟი ესტონეთის საჰაერო სანავიგაციო სამსახურებთან რადიოკონტაქტზე არ გამოსულა.

მომხდართან დაკავშირებით ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ ესტონეთის თავზე არც ერთ მათ კუთვნილ თვითმფრინავს არ გადაუფრენია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system