თავში

სააკაშვილი: პუტინმა მუხლში ფრჩხილები ჩამარჭო და დამემუქრა - VIDEO

სააკაშვილი: პუტინმა მუხლში ფრჩხილები ჩამარჭო და დამემუქრა
სააკაშვილი: პუტინმა მუხლში ფრჩხილები ჩამარჭო და დამემუქრა - VIDEO

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილმა, დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის, ვლედიმერ პუტინის შესახებ ისაუბრა და მასთან შეხვედრები გაიხსენა. ინტერვიუს დროს სააკაშვილი მსოფლიოს ცნობილ სხვა ლიდერებზეც ჰყვება.

 ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა რჩევები მისცა უკრაინის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილმა,  პუტინთან მოსალოდნელ შეხვედრასთან დაკავშირებით. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინთან ურთიერთობა სულაც არ გავს პოლიტიკოსის პოლიტიკოსთან ურთიერთობას. მისი თქმით, პუტინი როგორც თანასწორს, ისე არ გიყურებს და  მასთან ურთიერთობას "ვერბოვკის" სეანსს ადარებს. სააკაშვილის თქმით, როდესაც ის პირველად შეხვდა ვლადიმერ პუტინს, მათი საუბარი დაახლოებით ხუთ საათს გაგრძელდა. სააკაშვილი იხსენებს, რომ მიღების ოფიციალური ცერემონიის შემდეგ პუტინმა კაბინეტში წაიყვანა, რომელიც ოდესღაც სტალინს ეკუთვნოდა. 

"მან პიჯაკი გაიხადა, სადღაც კუთხეში ბუხართან დავჯექით. კონიაკი და ჩაი მოიტანა და ჩვენ რამდენიმე საათი ვისაუბრეთ," - ჰყვება სააკაშვილი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, პუტინმა მისი ყოფილი ჯარის მეთაური, მაიორი პეტროვი გაახსენა. 

"მე მივხვდი რომ ეს არანაირი მოლაპარაკება არა იყო დიდ ქვეყანასა და პატარა ქვეყანას შორის, ეს არ იყო ორი პოლიტიკოსის შეხვედრა. მე თითქოს "ვერბოვკის" სეანსზე ვიმყოფებოდი. მქონდა განცდა, რომ უტინი ჩემს ხასიათს და სისუსტეებს სწავლობდა," - ამბობს ექს-პრეზიდენტი. 

სააკაშვილი აღნიშნავს, პირველ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტი საკმაოდ კეთილგანწყობილი იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც საქართველომ რუსი ჯაშუშები ტერაქტის მოწყობის გამო დააპატიმრა, მათი შემდგომი შეხვედრა მუქარის და დაძაბულობის ფონზე წარიმართა.

"მან  ბნელ, განცალკევებულ ოთახში გამიყვანა, ფრჩხილები მუხლში ჩამასო. თვალებში მიყურებდა, დაძაბულად მესაუბრებოდა და ომით დამემუქრა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, არ მეხუმრებოდა," - ყვება სააკაშვილი. 

ამის შემდეგ, დიმიტრი გორდონმა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შესახებაც ჰკითხა, - სიმართლეა თუ არა ის ფაქტი, რომ პუტინი ფრანგ პოლიტიკოსს ჰალსტუხით ახრჩობდა. 

"მას შემდეგ, რაც სარკოზი 2008 წელს პუტინთან მოლაპარაკების შემდეგ ჩემთან ჩამოფრინდა აშკარად დაბნეული და შეშინებული იყო.  სარკოზი მიყვებოდა, თუ როგორი საშიშია პუტინი, რომ ის ნამდვილი ზომბია, რომ მან მართლაც მოჰკიდა ხელი ჰალსტუხზე," - პასუხობს სააკაშვილი. 

კითხვაზე საშიშია თუ არა პუტინი, სააკაშვილმა უპასუხა, რომ ის მართლაც საშიშია, თუმცა არა იმდენად, რომ მისი ძალიან გეშინოდეს, თუმცა, სიფრთხილე მაინც საჭიროა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system