თავში

საამიროებში "სინოფარმის" ვაქცინით 3 წლის ასაკიდან ბავშვებს აცრიან

საამიროებში "სინოფარმის" ვაქცინით 3 წლის ასაკიდან ბავშვებს აცრიან
საამიროებში სინოფარმის ვაქცინით 3 წლის ასაკიდან ბავშვებს აცრიან

არაბეთის გაერთიანებული საამიროებში "სინოფარმის" ვაქცინით 3 წლიდან 17 წლამდე ასაკის ბავშვებს აცრიან.  ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

ემირატების ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ივნისში ჩატარდა კვლევები, რომელმაც ბავშვებში "სინოფარმით" აცრისას კარგი იმუნური შედეგები აჩვენა. გამოცემის ცნობით, აღნიშნული მონაცემები დაფუძნებულია 900 ბავშვზე ჩატარებულ კვლევაზე.

ამ დროისათვის, არაბთა გაერთიანებული საამიროები ერთ-ერთი მოწინავეა ვაქცინაციის თვალსაზრისით.  ქვეყანაში ვაქცინის ორივე დოზით უკვე აიცრა მოსახლეობის 70.57%. ხოლო, მოსახლეობის 78,95%-მა, დაახლოებით 9 მილიონმა ადამიანმა, უკვე მიიღო ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system