თავში

საათი, რომელიც კორონავირუსისგან დაგვიცავს

საათი, რომელიც კორონავირუსისგან დაგვიცავს
საათი, რომელიც კორონავირუსისგან დაგვიცავს

თინეიჯერმა საათი გამოიგონა, რომელიც ადამიანს ხელის სახესთან მიახლოებისას აფრთხილებს და, შესაბამისად, მას დაინფიცირებისგან იცავს.

ადამიანი დღის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ ისვამს სახეზე ხელს. ეს მოძრაობა სხვა და სხვა ემოციური, თუ ფიზიკური ფაქტორით არის განპირობებული და უმეტეს შემთხვევაში ჩვენ მას არც ვაკონტროლებთ.

თუმცა, პანდემიის პირობებში ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ქცევა ადამიანისთვის, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს. თუ ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირებულ ზედაპირს შეეხო, ხელის თვალებზე, ცხვირზე, ან პირზე მოსმით, ის მარტივად შეიძლება დაინფიცირდეს.

სწორედ ეს ფაქტორები გახდა 15 წლის ბრიტანელი მაქს მელიას შთაგონების წყარო. მან შექმნა საათი, რომელიც ხელის სახესთან მიახლოებისას, ადამიანის გაფრთხილების მიზნით, ვიბრირებს. მაქს მელიას თქმით, იგი შეშფოთებული იყო კორონავირუსის გამანადგურებელი ეფექტითა და მისი მასშტაბებით, თუმცა მან ეს განსაკუთრებით მძაფრად მაშინ შეიგრძნო, როდესაც მისი მშობლებიც დაინფიცირდნენ.

უნიკალური ტექნოლოგიისა და ალგორითმის წყალობით საათი ხელის სახესთან ყოველ მიახლოებას აფიქსირებს და გაფრთხილებს. მაქსი მოქალაქეებს ურჩევს საათი ორივე მაჯაზე ატარონ, რომ ორივე ხელის მოძრაობა აკონტროლონ.

იდეას მაქსი და დედამისი ჯერ კიდევ 2018 წელს, ზამთრის სეზონურ ვირუსებთან დაკავშირებით განიხილავდნენ. კორონავირუსის პანდემიამ კი თინეიჯერს სერიოზული ბიძგი მისცა, რომ იდეა რეალობად ექცია.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system