თავში

საავადმყოფოში წასვლას სახლში სიკვდილი მერჩივნა - სალმა ჰაიეკი

საავადმყოფოში წასვლას სახლში სიკვდილი მერჩივნა - სალმა ჰაიეკი
საავადმყოფოში წასვლას სახლში სიკვდილი მერჩივნა - სალმა ჰაიეკი
© variety.com

მექსიკელმა მსახიობმა სალმა ჰაიეკმა განაცხადა, რომ გასულ წელს ის კორონავირუსით დაინფიცირდა და მისი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. ამის შესახებ გამოცემა Variety წერს.

როგორც 54 წლის ვარსკვლავმა აღნიშნა, მან შვიდი კვირა, თვითიზოლაციის პერიოდი საკუთარი სახლის ერთ ოთახში გაატარა. მან ასევე დასძინა, რომ სუნთქვა უჭირდა და ჟანგბადი დასჭირდა.

"ექიმმა მთხოვა საავადმყოფოში წასვლა, ყველაფერი ძალიან ცუდად იყო. მაგრამ მე ვუთხარი არა, მადლობა, სახლში სიკვდილი მირჩევნია", - თქვა მსახიობმა.

ცნობილია, რომ დაავადების შემდეგ ჰაიეკი კვლავ განიცდის სისუსტეს და სწრაფად იღლება.

სალმა ამჟამად ლონდონში მეუღლესთან, ფრანგ მილიარდერ ფრანსუა-ანრი პინოლთან და მათ 13 წლის ქალიშვილ ვალენტინასთან ერთად ცხოვრობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system