თავში

საავტორო უფლებების დასაბრუნებლად, ბენქსის ვინაობის გამჟღავნება მოუწევს

​საავტორო უფლებების დასაბრუნებლად, ბენქსის ვინაობის გამჟღავნება მოუწევ
საავტორო უფლებების დასაბრუნებლად, ბენქსის ვინაობის გამჟღავნება მოუწევს

რამდენიმე ნამუშევარზე საავტორო უფლებების დასაბრუნებლად, ბრიტანელ ქუჩის მხატვარ ბენქსის ვინაობის გამჟღავნება მოუწევს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Telegraph ავრცელებს.

მისი ცნობით, ინტელექტუალური საკუთრების ევროპულმა ბიურომ (EUIPO) გამოიტანა განაჩენი და მას სავაჭრო ნიშანი კიდევ ორ ნამუშევარზე Bomb Hugger ("ბომბის ჩახუტება") и Love Rat ("შეყვარებული ვირთხა") ჩამოართვა.

ამრიგად, ბოლო 10 თვის მანძილზე ბენქსიმ ექვს ნამუშევარზე საავტორო უფლებები დაკარგა.

გრაფიტის მხატვარი ბენქსი, რომლის მთავარი თემატიკა სოციალური უთანასწორობა და ხელისუფალთა ფარისევლობაა, ამ დრომდე საიდუმლოდ ინახავს საკუთარ ვინაობას. მისი ძალიან ახლო თანაშემწეების გარდა, არავინ იცის, როგორ გამოიყურება ის და რა ჰქვია სინამდვილეში. მისი ნამუშევრების ფასი აუქციონზე მილიონობით დოლარადაა შეფასებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system