თავში

საბავშვო ბაღის აღმზრდელს, რომელსაც ბავშვების მოწამვლა სურდა, სიკვდილით დასჯიან

​საბავშვო ბაღის აღმზრდელს, რომელსაც ბავშვების მოწამვლა სურდა,
საბავშვო ბაღის აღმზრდელს, რომელსაც ბავშვების მოწამვლა სურდა, სიკვდილით დასჯიან

ჩინეთის ჰენანის პროვინციაში სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა საბავშვო ბაღის აღმზრდელს, რომელსაც ბავშვების მოწამვლა სურდა.

ბრალდებული ვან იუნი ერთ-ერთ საბავშვო ბაღში მუშაობდა. მას საშუალო ჯგუფის პედაგოგთან კონფლიქტი მოუვიდა. შურისძიების მიზნით, 2019 წლის 27 მარტს იმ პედაგოგის ბავშვებს მან ფაფაში ნატრიუმის ნიტრიტი ჩაუყარა, რის გამოც 25 ბავშვი მოიწამლა. ერთი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვან იუნი საწამლავს იყენებს. 2017 წელს ქალს მეუღლესთან კონფლიქტი ჰქონდა. მაშინ მან ქმარს წყალში ასევე ნატრიუმის ნიტრიტი ჩაუყარა. მამაკაცი მოიწამლა, თუმცა გადარჩა.

სასამართლო პროცესზე ქალმა განაცხადა, რომ იცოდა, რომ ბავშვებს სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა, თუმცა ეს ვერ გააჩერებდა.

სასამართლომ ვან იუნის დანაშაულებრივ მოტივებს "ამაზრზენი უწოდა" და განაცხადა, რომ ქალმა კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system