თავში

საბერძნეთი 15 ივნისიდან ტურისტულ სეზონს ხსნის

​საბერძნეთი 15 ივნისიდან ტურისტულ სეზონს ხსნის
საბერძნეთი 15 ივნისიდან ტურისტულ სეზონს ხსნის

საბერძნეთში 15 ივნისიდან ტურისტებისთვის სასტუმროები გაიხსნება, 1 ივლისიდან კი ქვეყანა საერთაშორისო ფრენებს განაახლებს. ამის შესახებ განცხადება პრემიერმა კირიაკოს მიცოტაკისმა გააკეთა.

ტურისტები ქვეყანაში შესვლისას კორონავირუსზე ტესტირებას გაივლიან.

ტურიზმის ხელშეწყობისთვის, 5 თვის განმავლობაში საბერძნეთში 24%-დან 13%-მდე დაიწევს მომხმარებელთა გადასახადები. ამან, ტურისტული სეზონის პერიოდში, თვითმფრინავის, გემისა და ავტობუსის ბილეთების ფასები უნდა შეამციროს.

ასევე შემცირდება გადასახადები ყავაზე, არაალკოჰოლურ სასმელებსა და ღია კინოთეატრების ბილეთებზე. ქვეყნების სია, ვისთანაც საბერძნეთი ავიამიმოსვლას განაახლებს, მაისის ბოლოს გამოქვეყნდება. პირველ ნაკადში, სავარაუდოდ, ბალტიისა და ბალკანეთის ქვეყნები, გერმანია, ისრაელი და კვიპროსი მოხვდება. 15 ივნისიდან მხოლოდ ათენის აეროპორტი გაიხსნება. დანარჩენი აეროპორტები კი ფრენებს 1 ივლისიდან განაახლებენ. სხვა ქვეყნებთან ავიამიმოსვლის განახლება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მოხდება.

პრემიერის თქმით ყველა სასტუმროებში იქნება ექიმი. კუნძულებზე საკარანტინო ზონები და ცენტრები მოეწყობა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system