თავში

საბერძნეთი 2020 წელს 100 ათას ახალ მიგრანტს ელოდება

​საბერძნეთი 2020 წელს 100 ათას ახალ მიგრანტს ელოდება
საბერძნეთი 2020 წელს 100 ათას ახალ მიგრანტს ელოდება

საბერძნეთში პროგნოზირებენ, რომ მომავალ წელს თურქეთიდან მის კუნძულებზე 100 ათასი მიგრანტი ჩავა, რომლებიც თავშესაფარს მოითხოვენ. ეს კი უკვე გადავსებულ ბანაკებს დიდ პრობლემებს შეუქმნის.

"კრიზისი ახლაც გრძელდება და ის ძალიან სერიოზულია", - აცხადებს მიგრაციის საკითხებში სახელმწიფო რწმუნებული მანოს ლოგოტესისი.

მისი თქმით, ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში საბერძნეთში 45 000 დევნილი ჩავიდა. ლოგოტესმა ასევე აღნიშნა, რომ საბერძნეთს თურქეთში თავშესაფრის 10000 მაძიებლის დეპორტაცია სურს, მაგრამ ამისთვის ქვეყანას 270 ადამიანი სჭირდება, რომლებიც მათ საქმეებს განიხილავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system