თავში

საბერძნეთი დევნილთა 3 უდიდეს ბანაკს ხურავს

​საბერძნეთი დევნილთა 3 უდიდეს ბანაკს ხურავს
საბერძნეთი დევნილთა 3 უდიდეს ბანაკს ხურავს

საბერძნეთი კუნძულ ლესბოსზე, სამოსსა და ხიოსზე არსებულ დევნილთა ბანაკებს დახურავს. მათ „გამგზავრებისა და იდენტიფიკაციის ცენტრები“ ჩაანაცვლებს. ამის შესახებ საბერძნეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა.

ახალ ცენტრებში, სავარაუდოდ, იმ მიგრანტებს განათავსებენ, ვისაც თავშესაფრის მიღების პერსპექტივა არა აქვს და მომავალში მათ საკუთარ ქვეყნებში დააბრუნებენ. მიგრანტებს, ვისაც თავშესაფრის მიღება შეეძლებათ, საბერძნეთის კონტინენტურ ნაწილში გადააგზავნიან.

უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა საბერძნეთის კუნძულებზე, დევნილთა ბანაკებში არსებული ვითარება, ხალხის სიმრავლისა და მძიმე პირობების გამო, არაერთხელ გააკრიტიკეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system