თავში

საბერძნეთი საროსკიპოების ლეგალიზაციას გეგმავს

​საბერძნეთი საროსკიპოების ლეგალიზაციას გეგმავს
საბერძნეთი საროსკიპოების ლეგალიზაციას გეგმავს

საბერძნეთის პოლიცია და ათენის მერია ასობით საროსკიპოს ლეგალიზაციას გეგმავს, როგორც ეს ნიდერლანდებმა გააკეთა. ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი "ვიმა" წერს.

საუბარია სულ მცირე 600 დაწესებულებაზე.

გამოცემა წერს, რომ საბერძნეთის საზოგადოებრივი წესრიგის მინისტრი ამ სფეროს დარეგულირებას აპირებს, რადგან საროსკიპოების უკონტროლო ექსპლუატაცია კორონავირუსის გავრცელების რისკებს ქმნის. გარდა ამისა, ის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის სხვა საფრთხეების შემცველია და კორუფციასთან არის დაკავშირებული.

საბერძნეთის პოლიციის ხელმძღვანელობა ცენტრალურ სამსახურებს მიმართავს, თავიანთ რაიონებში არსებული საროსკიპოები აღრიცხოს.

"კვლევის თანახმად, დაახლოებით მილიონი ბერძენი სექს-მომსახურებას მიმართავს. ამ პროფესიაში 20 ათასი ქალია დასაქმებული, ლიცენზია კი მხოლოდ 2 ათასს აქვს", - წერს გამოცემა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system