თავში

საბერძნეთი ზაფხულში ტურისტებს მიიღებს

საბერძნეთი ზაფხულში ტურისტებს მიიღებს
საბერძნეთი ზაფხულში ტურისტებს მიიღებს

ზაფხულში საბერძნეთში მოგზაურობა ნებისმიერ ტურისტს შეეძლება, მაგრამ სოციალური დისტანციის დაცვა აუცილებელი იქნება. ამის შესახებ საბერძნეთის ტურიზმის მინისტრმა განაცხადა. 

”ჩვენ გვინდა, რომ ხალხი ჩამოვიდეს საბერძნეთში, ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ სტუმართმოყვარეობის ჩვევა, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რითიც ცნობილები ვართ. რა თქმა უნდა, მაქსიმალურ სიფრთხილეს დავიცავთ, იმოქმედებს სოციალური დისტანციის წესები", - განაცხადა მან.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ტურისტები საბერძნეთში დაცულად იგრძნობენ თავს, რადგან ქვეყანა მკაცრ ზომებს მიიღებს. მათ შორის იქნება ტურისტების შემოწმება კორონავირუსზე, სადამ ისინი ქვეყანაში შევლენ. 

28 აპრილს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნის გეგმა წარადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system