თავში

საბერძნეთის ანტიტერორისტულმა სამსახურმა 3 პირი დააკავა

​საბერძნეთის ანტიტერორისტულმა სამსახურმა 3 პირი დააკავა
საბერძნეთის ანტიტერორისტულმა სამსახურმა 3 პირი დააკავა

საბერძნეთში 3 შეიარაღებული პირი დააკავეს, რომლებიც ანარქისტული, ტერორისტული ორგანიზაციის წევრები იყვნენ. ერთ-ერთი დაკავებული იანის მიხაილიდისია, რომელიც ციხიდან 2019 წლის ივნისში გაიქცა. იგი ტერორისტული საქმიანობის, ბანკების ძარცვისა და პოლიციისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობის ბრალდებით იყო დაკავებული და 2015 წელს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მიხაილიდისთან ერთად, კიდევ ორი ქალი დააკავეს, რომელთაგან ერთი მისი მეგობარი, ხოლო მეორე ცნობილი ტერორისტის, პოლა რუპის თანამებრძოლი იყო.

ეჭვმიტანილები ათენში, ეკზარხიის რაიონში დააკავეს. ისინი კალაშნიკოვის ტიპის ავტომატითა და პისტოლეტებით იყვნენ შეიარაღებულნი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system