თავში

საბერძნეთის კუნძულ "სამოსზე" ლტოლვილთა ბანაკში ხანძარი გაჩნდა

საბერძნეთის კუნძულ "სამოსზე" ლტოლვილთა ბანაკში ხანძარი გაჩნდა
საბერძნეთის კუნძულ სამოსზე ლტოლვილთა ბანაკში ხანძარი გაჩნდა

საბერძნეთის კუნძულ სამოსზე მდებარე ლტოლვილთა ბანაკს ცეცხლი გაუჩნდა. საბერძნეთის მიგრაციისა და თავშესაფრის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანძრის შედეგად სულ მცირე 15 კარავი განადგურდა. ამის შესახებ Euronews წერს.

ქვეყნის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ხანძრის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობამ თავშესაფრიდან გაქცევა მოასწრო და რამდენიმე საათში ხანძრის ლოკალიზაცია მოხერხდა.

თავშესაფრის მაძიებელთა მიღების გენერალური მდივანი შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა. მისი ინფორმაციით, კუნძულ სამოსზე 4 200 ლტოლვილი ცხოვრობს.

კუნძული სამოსს ერთი კვირის განმავლობაში არაერთი უბედურება დაატყდა თავს. მათ შორის არის დამანგრეველი მიწისძვრა, რომელმაც ცუნამი გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system