თავში

საბერძნეთის კუნძულების მოსახლეობა დევნილთა გადაჭედილ ბანაკებს აპროტესტებს

​საბერძნეთის კუნძულების მოსახლეობა
საბერძნეთის კუნძულების მოსახლეობა დევნილთა გადაჭედილ ბანაკებს აპროტესტებს

საბერძნეთის კუნძულების მოსახლეობა, სადაც დევნილთა ბანაკებია განლაგებული, ხელისუფლებისგან გადაჭედილი ბანაკების პრობლემის მოგვარებას ითხოვს. ბანაკებში, გათვალისწინებულზე 10-ჯერ მეტი მიგრანტია განთავსებული.

კუნძულების მცხოვრებლებმა, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. კუნძულებზე ლესბოსზე, ხიოსსა და სამოსზე დღეს დილიდან მაღაზიები დაკეტილი იყო. მოსახლეობა აცხადებს, რომ მიგრაციის პროცესმა მათი ბიზნესი დააზარალა.

კუნძულების მერები პრობლემის ათენში, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად განხილვას აპირებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system