თავში

საბერძნეთის პარლამენტმა შრომითი რეფორმა დაამტკიცა

​საბერძნეთის პარლამენტმა შრომითი რეფორმა დაამტკიცა
საბერძნეთის პარლამენტმა შრომითი რეფორმა დაამტკიცა

საბერძნეთის პარლამენტმა დაამტკიცა შრომითი რეფორმის შესახებ სადავო კანონპროექტი, რომელმაც ქვეყანაში პროფკავშირების გაფიცვები და პროტესტი გამოიწვია.

პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის მთავრობის განცხადებით, რეფორმა "მოძველებული" კანონების მოდერნიზაციას ითვალისწინებს, რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინ დამტკიცდა, როდესაც არ იყო ინტერნეტი და დასაქმებულთა უმეტესობა ოფისებსა და ფაბრიკებში ერთსა და იმავე დროს მოდიოდა.

პროფკავშირები კანონპროექტს აპროტესტებენ და მის გაწვევას ითხოვენ. ყველაზე სადავო ნაწილი დასაქმებულებს ერთ დღეში 10 საათის განმავლობაში, სხვა დღეებში კი ნაკლები დროის მანძილზე მუშაობის ნებას რთავს. პროფკავშირები შიშობენ, რომ ეს დამსაქმებლებს საშუალებას მისცემს, აიძულოს მუშაკი, დამატებითი საათები აიღოს.

"პრაქტიკაში 8-საათიანი სამუშაო დღე აღარ იქნება, არამედ იქნება ზეგანაკვეთური მუშაობა, რომელიც ანაზღაურებადი არ იქნება", - განაცხადა სოციალისტური პარტია PASOK-ის ლიდერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system