თავში

საბერძნეთის პრემიერი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონს მოინახულებს

საბერძნეთის პრემიერი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონს მოინახულებ
საბერძნეთის პრემიერი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონს მოინახულებს

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი კუნძულ სამოსს მოინახულებს, სადაც მიწისძვრის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. 

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, 30 ოქტომბერს, საბერძნეთისა და თურქეთის ტერიტორიაზე მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, 16.5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 804-ს აჭარბებს.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system