თავში

საბერძნეთმა ათონის მთა პილიგრიმებისთვის გახსნა

​საბერძნეთმა ათონის მთა პილიგრიმებისთვის გახსნა
საბერძნეთმა ათონის მთა პილიგრიმებისთვის გახსნა

ათონის ვიცე-გუბერნატორის გადაწყვეტილებით წმინდა მთაზე მომლოცველები 11 მაისიდან გარკვეული რეგულაციების დაცვით დაიშვებიან. მონასტრებში მხოლოდ 10 მორწმუნეს, კელიებში კი თითო-თითოს შესვლა იქნება შესაძლებელი. ერთი მონასტრიდან მეორეში გადასვლა მკაცრად აკრძალულია. .

ყველა მონაზონმა, სახელმწიფო მოღვაწემ, თუ მონასტრის თანამშრომელმა წმინდა მთის ტერიტორიაზე შესვლამდე კორონავირუსზე ტესტი უნდა ჩაიტაროს. დადებითი პასუხის შემთხვევაში ისინი ათონის მთაზე არ დაიშვებიან.

ათონის წმინდა მთა - ნახევარკუნძული აღმოსავლეთ საბერძნეთში, საბერძნეთის სახელმწიფოს თვითმმართველი ადმინისტრაციული ერთეულია. ის მართლმადიდებელი სამყაროს მორწმუნეთათვის და პილიგრიმებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ადგილად ითვლება.

მონასტრებში ვიზიტის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებებს და პანდემიასთან დაკავშირებით პრევენციულ ზომებს ათონის გუბერნატორი წმინდა საზოგადოებისთვის წინასწარი შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system