თავში

საბერძნეთმა, ისრაელმა და კვიპროსმა გაზსადენის შესახებ "ისტორიული" ხელშეკრულება გააფორმეს

​საბერძნეთმა, ისრაელმა და კვიპროსმა გაზსადენის შესახებ "ისტორიული" ხელ
საბერძნეთმა, ისრაელმა და კვიპროსმა გაზსადენის შესახებ ისტორიული ხელშეკრულება გააფორმეს

საბერძნეთმა, ისრაელმა და კვიპროსმა ათენში გაზსადენი EastMed-ის შესახებ მთავრობათაშორისი ხელშეკრულება გააფორმეს. ამის შესახებ Cyprus Mail წერს.

კვიპროსის პრეზიდენტმა, ნიკოს ანასტასიადისმა დოკუმენტს "ისტორიული" უწოდა და განაცხადა, რომ ეს შეთანხმება რეალური ურთიერთქმედებისთვის საფუძველს ქმნის.

პროექტის ღირებულება $7 მილიარდია და მილსადენი ყოველწლიურად 10 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს გაატარებს.

პროექტის ინვესტირება 2022 წლიდან დაიწყება და 2025 წელს დასრულდება.

მილსადენი ხმელთაშუა ზღვის გავლით ისრაელიდან კუნძულ კრეტამდე, შემდეგ კი იტალიამდე მივა.

მოსალოდნელია, რომ მილსადენი EastMed ევროპის ბუნებრივი აირის მოთხოვნის დაახლოებით 10% დააკმაყოფილებს, რაც რუსეთზე ენერგეტიკულ დამოკიდებულებას შეამცირებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system