თავში

საბერძნეთმა შეზღუდვების მოხსნის გეგმა წარადგინა

საბერძნეთმა შეზღუდვების მოხსნის გეგმა წარადგინა
საბერძნეთმა  შეზღუდვების მოხსნის გეგმა წარადგინა

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნის გეგმა წარადგინა.

ქვეყანაში საცალო მაღაზიები, მათ შორის წიგნების მაღაზიები, ასევე თმის სალონები, 4 მაისს გაიხსნება. 11 მაისიდან იგეგმება სკოლების გახსნა. თუმცა მოსახლეობისათვის საცხოვრებელი რეგიონის დატოვების უფლება კვლავ შეზღუდული იქნება.

1 ივნისს გაიხსნება სასტუმროები, რესტორნები, კაფეები და სავაჭრო ცენტრები, მაგრამ მოსახლეობას დისტანცირების ზომების დაცვა და ნიღბების ტარება მოუწევთ.

კორონავირუსის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ძლიერ იმოქმედა ქვეყნის ეკონომიკაზე. ექსპერტების განცხადებით ზარალი, 2018 წლის ზაფხულის ეკონომიკური კრიზისის შედეგებზე მწვავეა. ეროვნული წარმოება 10%-ით შემცირდა.

საბერძნეთში რეგისტრირებულია ინფიცირების 2,566  შემთხვევა, დაღუპულია138 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system