თავში

საბერძნეთს ციკლონი "მედეა" დაატყდა თავს - VIDEO

​საბერძნეთს ციკლონი "მედეა" დაატყდა თავს
საბერძნეთს ციკლონი მედეა დაატყდა თავს - VIDEO

ცივი ატმოსფერული ფრონტის, "მედეას" შედეგად საბერძნეთის ჩრდილოეთ და ცენტრალურ რეგიონებში ძლიერი თოვლი და ქარია. ინფორმაციას ამის შესახებ dpa ავრცელებს.

მისი ცნობით, თოვლით მცირე ხნით ათენის აკროპოლისიც კი დაიფარა, თუმცა დიდხანს არ შენარჩუნდა, რადგან ტემპერატურა აქ დაახლოებით 0 გრადუსი ცელსიუსია.

ამასთან, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში უამინდობის გამო, სადაც ამინდი მინუს 15-მდე დაეცა, საბორნე მიმოსვლა შეწყდა. მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ლიპყინული იყო.

მეტეოროლოგების ინფორმაციით, საბერძნეთში ცივი ამინდის პიკი ხვალ, 16 თებერვალს დაფიქსირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system