თავში

საბერძნეთში 395 წლით პატიმრობა კიდევ 2 რუს მეზღვაურს მიუსაჯეს

​საბერძნეთში 395 წლით პატიმრობა
საბერძნეთში 395 წლით პატიმრობა კიდევ 2 რუს მეზღვაურს მიუსაჯეს

საბერძნეთის სასამართლომ არაკანონიერი მიგრაციის ორგანიზების ბრალდებით 395 წლით პატიმრობა კიდევ ორ რუს მეზღვაურს მიუსაჯა. ალექსანდრ ილარიონოვი და ანდრეი ჟურავლიოვი დამნაშავედ ცნეს საბერძნეთში არალეგალი მიგრანტების გადაყვანის საქმეში.

რუსული მხარის წარმომადგენლების განცხადებით მეზღვაურებმა არალეგალურ მგირაციასთან დაკავშირებით არაფერი იცოდნენ. მათ ეგეოსის ზღვაზე გადაზიდვებთან დაკავშირებით განცხადება ნახეს, სადაც ტურისტების თურქეთსა და იტალიაში გადაყვანაზე იყო საუბარი. მათ მოვალეობაში იალქნიანი გემის მართვა შედიოდა და არ იცოდნენ, საქმე არალეგალებს თუ შეეხებოდა. როდესაც ზღვაში გასულებმა არალეგალების გადაყვანა გააპროტესტეს, მათ დაემუქრნენ.

არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით გემის ეკიპაჟის 12 წევრი გასული წლის ნოემბერში, კუნძულ როდოსზე დააკავეს. რუსეთის ორ მოქალაქეს განაჩენი, ასევე 395 წლიანი პატიმრობა, ერთი თვის წინ გამოუტანეს. დანარჩენები სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.

იმავე პერიოდში, არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით, რუსეთის კიდევ ორი მოქალაქე იტალიაში დააკავეს.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system