თავში

საბერძნეთში 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, არის მსხვერპლი

საბერძნეთში 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, არის მსხვერპლი
საბერძნეთში 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, არის მსხვერპლი

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, 27 სექტემბრის დილით, მიწისძვრა მოხდა. მაგნიტუდამ 5,8 შეადგინა. ინფორმაციას Kathimerini ავრცელებს.

ქვეყნის გეოდინამიკის ინსტიტუტის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები დილის 09:17-ზე მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ის რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და მთელ კუნძულზე იგრძნობოდა.

ეპიცენტრი ჰერაკლიონიდან 78 კილომეტრში მდებარეობდა.

უკვე ცნობილია, რომ მიწისძვრის შედეგად შენობების ფასადები დაზიანდა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system