თავში

საბერძნეთში ახალი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

​საბერძნეთში ახალი ძლიერი მიწისძვრა მოხდა
საბერძნეთში ახალი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე დამანგრეველი, მიწისძვრის შემდეგ, რომელიც გუშინ, 27 სექტემბერს დაფიქსირდა, კიდევ ერთი, 5.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას Kathimerini ავრცელებს.

"ათენის ეროვნული ობსერვატორიის გეოდინამიკური ინსტიტუტის მონაცემებით, მიწისძვრა დილის 7.48 საათზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მაგნიტუდამ 5.4 შეადგინა, ხოლო მისი ეპიცენტრი ქალაქ ჰერაკლიონიდან სამხრეთ-დასავლეთით 23 კილომეტრში მდებარეობდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიწისძვრის შედეგად ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

ცნობისთვის, საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, 27 სექტემბრის დილით, მიწისძვრა მოხდა. მაგნიტუდამ 5,8 შეადგინა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე მიწისძვრის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system