თავში

საბერძნეთში ძლიერ ხანძარს ებრძვიან

საბერძნეთში ძლიერ ხანძარს ებრძვიან
საბერძნეთში ძლიერ ხანძარს ებრძვიან
© yahoo.com

საბერძნეთში, კორინთის ყურის სანაპიროსთან, ათენიდან 80 კილომეტრის დაშორებით ტყის ძლიერ ხანძარს ებრძვიან. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

"გუნდი ხანძრის ჩაქრობის მცდელობებს აძლიერებს კორინთის ყურეში. იქ მობილიზებულია 182 მეხანძრ-მაშველი, 62 მანქანა, რვა სახანძრო თვითმფრინავი, სამი ვერტმფრენი საჰაერო კოორდინაციისთვის", - განაცხადეს სახანძრო სამსახურში.

ხანძარი ფიჭვნარის ტყეში ადგილობრივი დროით დაახლოებით საღამოს 10 საათზე გაჩნდა. ძლიერი ქარის გამო ხანძარი სწრაფად გავრცელდა. ხელისუფლებამ ახლომდებარე 6 სოფელსა და ორ მონასტერში ხალხის ევაკუაცია განახორციელა. ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ხანძრის ფართობი 10 კილომეტრს აჭარბებს. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system