
საბერძნეთში რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის, კაროლოს პაპულიასის გარდაცვალების გამო ეროვნული გლოვა გამოცხადდა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას ათენის მაკედონიის საინფორმაციო სააგენტო AMNA ავრცელებს.
გლოვა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
გარდა ამისა, ყოფილი პრეზიდენტის დაკრძალვის დღემდე მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვება.
საბერძნეთის ყოფილი პრეზიდენტი კაროლოს პაპულიასი კვირას 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. საბერძნეთის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა კატერინა საკელაროპულუმ მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა. მან აღნიშნა, რომ პაპულიასის მონაწილეობა ეროვნულ წინააღმდეგობაში მეორე მსოფლიო ომის დროს და საბერძნეთში "შავი პოლკოვნიკების" პროფაშისტური ხუნტას წინააღმდეგ ბრძოლაში გადამწყვეტი იყო, რაც ასახავს "მის ურყევ ერთგულებას თავისუფლებისა და სამართლიანობის იდეალებისადმი, რომელსაც იგი მუდმივად იცავდა მთელი თავისი კარიერის განმავლობაში".