თავში

საბერძნეთში ხანძრების თითქმის ყველა კერა უკონტროლო გახდა

საბერძნეთში ხანძრების თითქმის ყველა კერა უკონტროლო გახდა
საბერძნეთში ხანძრების თითქმის ყველა კერა უკონტროლო გახდა

BBC-ის ცნობით, საბერძნეთში ხანძრის კერები უკონტროლოდ მძვინვარებს. მთავრობა ხალხს საცხოვრებლების დატოვებისკენ მოუწოდებს. 

ხანძრის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი. დაღუპულთა შორის ერთი მოხალისე მეხანძრეა. 38 წლის კაცს, დედაქალაქის გარეუბანში, ელექტროგადამცემი ბოძი დაეცა. მეორე დაღუპული კი ათენის სავაჭრო პალატის პრეზიდენტია.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხანძრის 154 კერას ებრძვიან. ვითარებას ართულებს მაღალი ტემპერატურაც. ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე, ერთი კვირის განმავლობაში, ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებდა. არაპროგნოზირებადი ქარის გამო, ყველაზე დიდი ხანძრები ათენის ჩრდილოეთით მძვინვარებს. ხანძრებია კუნძულ ევიასა და ოლიმპიური თამაშების სამშობლოში - ოლიმპიაშიც.

ევროკავშირის კატასტროფებზე რეაგირების ჯგუფის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან იტალიაში, საბერძნეთში, ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში, სადაც ასევე ტყის ხანძრებს ებრძვიან, მეხანძრეებსა და სახანძრო თვითმფრინავებს გზავნიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system