თავში

საბერძნეთში, მიგრანტთა ბანაკში ხანძარი გაჩნდა

საბერძნეთში, მიგრანტთა ბანაკში ხანძარი გაჩნდა
საბერძნეთში, მიგრანტთა ბანაკში ხანძარი გაჩნდა

საბერძნეთში, კუნძულ ლესბოსზე განლაგებულ ლტოლვილთა ბანაკში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ APN საბერძნეთის სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით იუწყება. 

სააგენტოს ცნობით, ხანძარმა ზიანი მიაყენა ბანაკის საწყობს, თუმცა, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. საწყობი, რომელშიც განთავსებული იყო ავეჯი და ელექტრო ტექნიკა, მთლიანად განადგურდა.

მიგრანტებისათვის აშენებულ ბანაკში ეს უკვე მეორე ხანძარია, მას შემდეგ, რაც გასულ ორშაბათს უცნობმა დამნაშავემ ბანაკის მისაღები ცენტრი დაიწვა.

თურქეთი საბერძნეთს  მიგრანტების მიმართ არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს. საბერძნეთის საზღვრები ბევრმა მიგრანტმა გადალახა, თუმცა მათ საბერძნეთის ხელისუფლებამ სცემა და საბოლოოდ თურქეთში იძულებით დაბრუნება მოუწიათ.

ერდოღანი ორშაბათს მიემგზავრება ბრიუსელში, რათა ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან  2016 წლის თურქეთ-ევროკავშირს შორის გაფორმებულ შეთანხმებაზე ისაუბროს.

თურქეთის პრეზიდენტმა მოითხოვა, რომ ევროპამ ლტოლვილებთან მიმართებით უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღოს. მან ასევე განაცხადა, რომ თურქეთი, სადაც უკვე  3.5 მილიონზე მეტი სირიელი ლტოლვილი იმყოფება, აღარ იქნება ევროპის კარიბჭე და ლტოლვილებს ევროპის საზღვრის გადაკვეთის საშუალებას მისცემს.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გააკრიტიკეს თურქეთი და აღნიშნეს, რომ იგი მიგრანტების სასოწარკვეთას ”პოლიტიკური მიზნებისათვის” იყენებს.

ამ დროისათვის ათასობით მიგრანტი ღამეს  საბერძნეთის საზღვრის მახლობლად მოწყობილ ბანაკში ათევს და იმედოვნებს, რომ მალე საბერძნეთში შესვლის შესაძლებლობა მიეცემათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system