
საბერძნეთში, ქალაქ ლუტრაკში მდებარე გამოქვაბულში საგანძურის ძებნისას ოთხი მამაკაცი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია Loutraki365 ავრცელებს.
მედიის ცნობით, ოთხი კაცის ცხედარი გამოქვაბულში იქნა ნაპოვნი, პოლიციას ამის შესახებ ერთ-ერთი გარდაცვლილის მეუღლემ აცნობა.
"სიკვდილის მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია. სავარაუდო, სცენარი, რომელსაც გამოზიება შეისწავლის, არის ის, რომ ოთხი მეძებარი გაურკვეველი სახის ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქებას ემსხვერპლა. ერთ-ერთ გარდაცვლილს ხელში მავთული ეჭირა", - ნათქვამია განცხადებაში.