თავში

საბერძნეთში პიკასოს მოპარული ნახატი აღმოაჩინეს

​საბერძნეთში პიკასოს მოპარული ნახატი აღმოაჩინეს
საბერძნეთში პიკასოს მოპარული ნახატი აღმოაჩინეს

საბერძნეთის პოლიციამ პაბლო პიკასოს და პიტა მონდრიანის ნახატები იპოვა, რომლებიც 2012 წელს ნაციონალური გალერეიდან მოიპარეს. ქურდობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს. 

ბერძნული მედიის ცნობით, 49 წლის ბერძენმა ვერ შეძლო ნახატების საზღვარგარეთ გატანა, რათა ისინი შავ ბაზარზე გაეყიდა.

პიკასოს მოპარული ნახატი "ქალის თავი" წარმოადგენს კუბიზმის სტილში შესრულებულ ქალის ბიუსტს. ნამუშევარი ესპანელმა მხატვარმა საბერძნეთის უმსხვილეს გალერეას 1949 წელს თავად აჩუქა მეორე მსოფლიოს ომის დროს ბერძენი ხალხის მიერ ნაცისტური საოკუპაციო ძალებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. პიკასოს ნახატის ღირებულება, რომელიც მან 1939 წელს შექმნა, 20 მილიონ ევროს აღწევს.

რაც შეეხება ჰოლანდიელი მხატვრის პიტ მონდრიანის ტილოს "ქარის წისქვილი", ეს 1905 წელს შესრულებული ნახატია, რომელზეც ქარის წისქვილია გამოსახული.

ორივე ნახატი 2012 წლის იანვარში მოიპარეს, როდესაც ის კაპიტალური რემონტისთვის იხურებოდა.

ნახატების ქურდობას "საუკუნის ქურდობა" უწოდეს.

გამოძიებაში ეროვნული დაზვერვის სამსახური მონაწილეობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system