თავში

საბერძნეთში პირბადეების მოწინააღმდეგეების გასამართლებას ითხოვენ

​საბერძნეთში პირბადეების მოწინააღმდეგეების გასამართლებას ითხოვენ
საბერძნეთში პირბადეების მოწინააღმდეგეების გასამართლებას ითხოვენ

მათ მიმართ, ვინც კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით დაწესებული ზომების დარღვევისკენ მოუწოდებს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ამის შესახებ საბერძნეთის უზენაესი სასამართლოს პროკურორმა, ვასილის პლიოტასმა განაცხადა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა EfSyn წერს.

ცირკულარში, რომელიც საპელაციო და პირველი ინსტანციის სასამართლოების პროკურორებისთვის არის განკუთვნილი, პლიოტასი წერს, რომ სპეციალური სასამართლოები მათ წინააღმდეგაც უნდა ჩატარდეს, ვინც სოციალურ ქსელებში მოუწოდებს, პირბადე არ ატარონ.

ამასთან, მისი აზრით, წინასწარი გამოძიება პირველი ინსტანციის სასამართლოს პროკურორმა უნდა ჩაატაროს.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში სკოლები 14 სექტემბერს გაიხსნა. წინასწარ გამოცხადდა, რომ შენობაში მოსწავლეებს პირბადეების ტარება მოუწევთ. აგვისტოში სოციალურ ქსელებში გაჩნდა ჯგუფები სახელწოდებით "არც ერთი ბავშვი პირბადით სკოლაში". პროკურატურამ ჯგუფების მფლობელების ძებნა დაიწყო. 22 სექტემბერს ქვეყნის ათობით სკოლა ბლოკირებული აღმოჩნდა. მოსწავლეები აპროტესტებდნენ პირბადეების ტარებას და კორონავირუსთან ბრძოლის ალტერნატიულ მეთოდს ითხოვდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system