თავში

საბერძნეთში პოლიციამ სატვირთო ავტომობილში 41 მიგრანტი აღმოაჩინა

​საბერძნეთში პოლიციამ სატვირთო ავტომობილში 41 მიგრანტი აღმოაჩინა
საბერძნეთში პოლიციამ სატვირთო ავტომობილში 41 მიგრანტი აღმოაჩინა

საბერძნეთის პოლიციამ, ქვეყნის ჩრდილოეთით, ერთ-ერთი სატვირთო მანქანის მაცივარში 41 არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინა.

სალონიკში მიმავალი ავტომობილი პოლიციამ გააჩერა. წინასწარი ინფორმაციით, მიგრანტები ავღანელები არიან. მათი ვინაობა ზუსტდება.

მაცივარი გამორთული იყო, შესაბამისად მიგრანტები არ დაშავებულან.

ავტომობილის მძღოლი დაკავებულია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის ქართველია. მიმდინარეობს გამოძიება.

30 ოქტომბერს ბელგიის პოლიციამ სატვირთო მანქანის მაცივარში 12 ცოცხალი მიგრანტი იპოვა.

28 ოქტომბერს საფრანგეთში სატვირთო მაცივარში გაყინული მიგრანტები აღმოაჩინეს

23 ოქტომბერს ბრიტანეთის პოლიციამ სასექსის საგრაფოში, ქალაქ გრეისში, ინდუსტრიული პარკის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილში 39 ცხედარი აღმოაჩინა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system