თავში

საბერძნეთში რესტორნები 25 მაისიდან გაიხსნება

საბერძნეთში რესტორნები 25 მაისიდან გაიხსნება
საბერძნეთში რესტორნები 25 მაისიდან გაიხსნება

საბერძნეთი ახალი კორონავირუსის გავრცელების შემაკავებელი ზომების შემსუბუქებას აგრძელებს. ქვეყანაში რესტორნები 25 მაისიდან გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები ფუნქციონირებას ხვალიდან განაახლებენ. მომსახურე პერსონალს უსაფრთხოების ზომის პარგლებში, პირბადეებისა და ხელთათმანების ტარება მოუწევს.

დღეს, საბერძნეთში მომლოცველებს ეკლესიაში მისვლის უფლება მიეცათ. ახალი რეგულაციების თანახმად, 10 კვ.მ-ზე მხოლოდ ერთი ადამიანი დაიშვება.

გუშინ, საბერძნეთში კორონავირუსის ეპიდემიის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის 515 ორგანიზებული სანაპირო გაიხსნა. სანაპიროების მუშაკებმა უნდა დაარეგისტრირონ სანაპიროზე მისული ხალხის რაოდენობა. დამსვენებელთა მაქსიმალური რაოდენობა, 1000 კვ.მ-ზე 40 ადამიანია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system