თავში

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე შვილისა და მეუღლის თვალწინ მოკლეს

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე შვილისა და მეუღლის თვალწინ მოკლეს
საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე შვილისა და მეუღლის თვალწინ მოკლეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, 41 წლის კაცს თავს მაშინ დაესხნენ, როცა ის სახლში, ოჯახთან ერთად ბრუნდებოდა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ ადგილზე 4-5 გასროლის ხმა გაიგეს. მოგვიანებით პოლიციამ საცხოვრებელ სახლთან 3 ვაზნა იპოვა.

კაცი მისი მეუღლის და არასრულწლოვანი შვილის თვალწინ მოკლეს. პოლიცია თავდამსხმელს ამ დრომდე ეძებს. 

საუბარია, სავარაუდოდ, ერთ პირზე. პოლიცია ანგარიშსწორების ვერსიას განიხილავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system