თავში

საბერძნეთში საყოველთაო კარანტინი 7 დეკემბრამდე გახანგრძლივდა

​საბერძნეთში საყოველთაო კარანტინი 7 დეკემბრამდე გახანგრძლივდა
საბერძნეთში საყოველთაო კარანტინი 7 დეკემბრამდე გახანგრძლივდა

საბერძნეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვის ზრდის გამო, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი 7 დეკემბრამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

საბერძნეთმა საყოველთაო კარანტინი ოქტომბერში ხელმეორედ გამოაცხადა.

ამასთან, საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენლის, სტელიტოს პეტსასის თქმით, ქვეყნის მოსახლეობის სრული ვაქცინაცია ივნისის ბოლოს დასრულდება.

მისი თქმით, საბერძნეთი თვეში დაახლოებით 2,1 მილიონი ადამიანის ვაქცინაციას გეგმავს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საბერძნეთში COVID-19-ის 97 288 შემთხვევაა დადასტურებული, 1 902 პაციენტი გარდაიცვალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system