თავში

საბერძნეთში საზღვაო და სამთო კურორტები იკეტება

საბერძნეთში საზღვაო და სამთო კურორტები იკეტება
საბერძნეთში საზღვაო და სამთო კურორტები იკეტება

საბერძნეთის პრემიერ მინისტრის, კირიაკო მიცოტაკისის ბრძანებით, კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, ქვეყნის ყველა საზღვაო და სათხილამურო კურორტი დაიკეტება. 

”ხვალიდან ყველა ორგანიზებული პლაჟი და სათხილამურო კურორტი დაიხურება. სიტუაცია სერიოზულია და ყველანი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ”, - წერს მიცოტაკისი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.

მიცოტაკისმა მოქალაქეებს საზოგადოებრივ ადგილებში თავშეყრისაგან თავშეკავება ურჩია და სახლში დარჩენისაკენ მოუწოდა. 

საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 228 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო დაავადებას 3 ადამიანი ემსხვერპლა. ინფექციისგან განიკურნა 8 ადამიანი, ხოლო 217 ამ დრომდე მკურნალობას გადის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system