თავში

საბერძნეთში ტყის მასივი იწვის - VIDEO

საბერძნეთში ტყის მასივი იწვის
საბერძნეთში ტყის მასივი იწვის - VIDEO

საბერძნეთში, ათენის დასავლეთით მდებარე ტყეებს ხანძარი გაუჩნდა. მიმდებარედ დასახლებულ სოფლებში მყოფ ასობით ადამიანს ევაკუირება მოუწიათ. ცეცხლის ჩასაქრობად 265 სახანძრო მანქანა, სპეციალური ტექნიკა და ავიაცია ჩაერთო. ხანძრის ლოკალიზაციას ართულებს 50კმ/სთ სიჩქარის მქონე ძლიერი ქარი და ძნელად მისადგომი მთიანი რელიეფი.

აალება 19 მაისს, ზეთისხილის ბაღში მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, განადგურებულია 20 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ფართობის ფიჭვის ტყე. ხანძარმა ტყესთან მდებარე დასახლებამდე მიაღწია და ზოგიერთი სახლი გადაწვა. ასევე დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზებიც.

საბერძნეთში ცხელ ამინდში საკმაოდ ხშირია ტყის ხანძრები. 3 წლის წინ, ასეთ ხანძარს 100-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. 

ვიდეო: No Comment TV

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system