თავში

საბერძნეთში ტრანსპორტი გაჩერდა

​საბერძნეთში ტრანსპორტი გაჩერდა
საბერძნეთში ტრანსპორტი გაჩერდა

საბერძნეთის ტრანსპორტის თანამშრომლებმა გაფიცვა გამოაცხადეს. ისინი შრომითი კანონმდებლობის რეფორმებს აპროტესტებენ. ინფორმაციას Skai ავრცელებს.

24-საათიანი გაფიცვა ქვეყნის უმსხვილესმა პროფკავშირებმა, GSEE და ADEDY გამოაცხადა.

ADEDY-ში ამბობენ, რომ კანონპროექტი 50-საათიან სამუშაო კვირას აკანონებს და 8-საათიან სამუშაო დღეს აუქმებს.

გაჩერდება რკინიგზა, მეტრო, ტრამვაი და ტროლეიბუსები. ავტობუსები 9-დან 21 საათამდე არ იმუშავებს. გაჩერდება გემები. საჰაერო ტრანსპორტის 4-საათიანი გაჩერების გამო ფრენების განრიგი იცვლება.

გაფიცვას განათლების, სასამართლოსა და ტურიზმის სფეროში დასაქმებულები უერთდებიან. ათენში საპროტესტო აქციები გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system