თავში

საბერძნეთში ტურისტებისთვის კარანტინს ამკაცრებენ

​საბერძნეთში ტურისტებისთვის კარანტინს ამკაცრებენ
საბერძნეთში ტურისტებისთვის კარანტინს ამკაცრებენ

დღეიდან საბერძნეთის ხელისუფლება ტურისტებისთვის საკარანტინო შეზღუდვებს ამკაცრებს. ინფორმაციას Protothema ავრცელებს.

ახალი წესების თანახმად, ტურისტებს მუზეუმებში, არქეოლოგიური გათხრების ადგილებში მხოლოდ ვაქცინაციის სერტიფიკატის, ცნობის COVID-19-ის გადატანის შესახებ და 48 საათის განმავლობაში ჩატარებული ექსპრეს-ტესტის წარდგენის შემდეგ შეუშვებენ.

საექსკურსიო ჯგუფები 20 ადამიანს არ უნდა აღმეტაბოდეს.

დახურულ შენობებში კინოთეატრებში, თეატრებში, კლუბებში და რესტორნებში მხოლოდ ვაქცინირებულ ან გამოჯანმრთელებულ პირებს შეუშვებენ, სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული რესტორნები კი არავაქცინირებულებსაც ემსახურება.

დახურულ შენობებში სავალდებულოა პირბადის ტარება. დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 300 ევროს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system