თავში

საჭიროა თუ არა არსებული ვაქცინების შეცვლა და "ომიკრონზე" მორგება - ჯანმოს განცხადება

საჭიროა თუ არა არსებული ვაქცინების შეცვლა და "ომიკრონზე" მორგება - ჯანმოს განცხადება
საჭიროა თუ არა არსებული ვაქცინების შეცვლა და ომიკრონზე მორგება - ჯანმოს განცხადება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელი დირექტორი, მაიკ რაიანი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გადაწყობისა "ომიკრონ" ვარიანტზე მორგების საჭიროების მტკიცებულება ჯერჯერობით არ არსებობს.

„დღეს, ჩვენ გვაქვს მაღალი ეფექტურობის მქონე ვაქცინები, რომელიც მუშაობს. 

ყურადღება უნდა გავამახვილოთ მათ უფრო სამართლიანად განაწილებაზე. 

ასევე, ყურადღება უნდა გავამახვილოთ რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების ვაქცინაციაზე“, - აღნიშნა მაიკ რაიანმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა. "ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ამ დროისთვის ამ შტამის 10 შემთხვევა სამ ქვეყანაშია დაფიქსირებული - ბოტსვანაში, სამხრეთ აფრიკასა და ჰონგ-კონგში. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში. სხვა სახელმწიფოებმა აფრიკის ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა უკვე დაიწყეს, მეცნიერები კი განგაშს ტეხენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system