თავში

სად არის COVID-19-ით ინფიცირების ყველაზე მაღალი რისკი

​სად არის COVID-19-ით ინფიცირების ყველაზე მაღალი რისკი
სად არის COVID-19-ით ინფიცირების ყველაზე მაღალი რისკი

COVID-19-ის ვირუსულ ნაწილაკებს ინფიცირების ყველაზე მაღალი პოტენციალი მაშინ აქვს, როდესაც ინფიცირებული ადამიანი მეორე ადამიანს პირბადის გარეშე ესაუბრება. სტატიას ამის შესახებ Journal of Internal Medicine ავრცელებს.

"SARS-CoV-2-ის ჰაერ-წვეთოვანი გავრცელების COVID-19-ით ინფიცირების ძირითადი გზაა, დახურულ შენობებში პირბადეების გარეშე საუბარი კი სხვებისთვის ყველაზე დიდი რისკს წარმოადგენს", - ამბობენ კვლევის ავტორები.

ამის გათვალისწინებით, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ დაავადების გავრცელებას ყველაზე მეტად საზოგადოებრივი კვების დაწესებულებებში ხანგრძლივი ყოფნა უწყობს ხელს.

"ვინაიდან საკვებისა და სასმლის მიღება უმეტესად დახურულ შენობაში ხდება და უმეტესად მას ხმამაღალი საუბარი ახლავს თან, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ბარები და რესტორნები ბოლოდროინდელი მასობრივი ინფიცირების ბოლო შემთხვევების ეპიცენტრი გახდა", - აღნიშნულია სტატიაში.

ამგვარად, კორონავირუსით მოსახლეობის ინფიცირების რისკის შესამცირებლად, დახურულ სივრცეებში აუცილებელია პირბადეების გამოყენება, თავად შენობა კი სათანადოდ უნდა ნიავდებოდეს.

"კვლევები ადასტურებს, რომ პირბადეების მასობრივი გამოყენება COVID-19-ის გავრცელების რისკს ამცირებს", - ასკვნიან მეცნიერები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system