თავში

სად გაქრა დევნილთა ბანაკებიდან ასობით როჰინჯა?

​სად გაქრა დევნილთა ბანაკებიდან ასობით როჰინჯა?
სად გაქრა დევნილთა ბანაკებიდან ასობით როჰინჯა?

ინდონეზიის დევნილთა ბანაკებიდან ასობით როჰინჯა გაქრა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი სავარაუდოდ მალაიზიაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის ინდონეზიის კუნძულ ლხოკსიომავეს დევნილთა სახელდახელოდ მოწყობილ ბანაკში მხოლოდ 112 როჰინჯა რჩება. ისინი იქ გასული წლის ივნის-სექტემბერში ჩავიდნენ და მათი რიცხვი 400-ს აღწევდა.

დაზუსტებით ვერც ხელისუფლება და ვერც გაერო ვერ ამბობს, სად შეიძლება წასულიყვნენ მიანმარიდან დევნილი როჰინჯები, რომელთაც მოქალაქეობა არა აქვთ. არსებობს ეჭვი, რომ დევნილებმა დახმარებისთვის ადამიანებით მოვაჭრეებსა და კონტრაბანდისტებს მიმართეს, რომელთაც, ფულის სანაცვლოდ, ისინი მალაკის სრუტის გავლით მალაიზიაში გადაიყვანეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system