თავში

სად შეიძლება გაემგზავროს დონალდ ტრამპი ახლო მომავალში?

​სად შეიძლება გაემგზავროს დონალდ ტრამპი ახლო მომავალში?
სად შეიძლება გაემგზავროს დონალდ ტრამპი ახლო მომავალში?

თეთრი სახლის წყაროს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ვაშინგტონიდან გასვლას და რამდენიმე შტატში მოგზაურობას გეგმავს. საყოველთაო კარანტინის პირობებში, მას ადმინისტრაციის ტერიტორია კარგა ხანია არ დაუტოვებია.

გასულ კვირაში ტრამპის მრჩევლები მიიჩნევდნენ, რომ პრეზიდენტის მოგზაურობის დაგეგმვა ნაადრევია, რადგან ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაზე შეზღუდვა ჯერ კიდევ ძალაში რჩება.

მრჩეველთა ნაწილი კი ფიქრობს, რომ დროა პრეზიდენტი პანდემიით დაზარალებულ შტატებს ეწვიოს. მისი გამოჩენა მოსახლეობას იმედსა და მხნეობას შემატებს. მოგზაურობა კი მას ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის საკითხებზე გადართვის საშუალებას მისცემს. აქამდე ტრამპი ძირითადად აქცენტს პანდემიის სამედიცინო მხარეზე და ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე აკეთებდა.

მოგზაურობის გრაფიკი უკვე განაახლა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა. იგი მინესოტასა და ვისკონსინის შტატებს ეწვია, სადაც კლინიკები და სასუნთქი აპარატების საწარმო მოინახულა.

ახლო მომავალში პრეზიდენტ ტრამპისთვისაც, სავარაუდოდ, მსგავსი მოგზაურობები იგეგმება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system