თავში

სად სთავაზობს აშშ რუსეთს ბაიდენისა და პუტინის შეხვედრის ჩატარებას?

​სად სთავაზობს აშშ რუსეთს ბაიდენისა და პუტინის შეხვედრის ჩატარებას?
სად სთავაზობს აშშ რუსეთს ბაიდენისა და პუტინის შეხვედრის ჩატარებას?

აშშ რუსეთს პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ჩატარებას ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში სთავაზობს. ამის შესახებ რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ინფორმაციას Interfax ავრცელებს.

ამასთან, პესკოვის თქმით, ჯერჯერობით არ არის საუბარი იმაზე, კონკრეტულად სად და როდის გაიმართება ეს შეხვედრა.

"ადგილსა და დროზე საუბარი ჯერ ნაადრევია, ეს ყველაფერი დიპლომატიური არხებით ჯერ კიდევ უნდა შეჯერდეს", - განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, 13 აპრილს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს მესამე ქვეყანაში შეხვედრა შესთავაზა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system