თავში

საერთაშორისო კოალიციის ძალებმა ერაყი დატოვეს დატოვეს

​საერთაშორისო კოალიციის ძალებმა ერაყი დატოვეს დატოვეს
საერთაშორისო კოალიციის ძალებმა ერაყი დატოვეს დატოვეს

ერაყის პრემიერ-მინისტრმა მუსტაფა ალ-კადიმიმ დაადასტურა, რომ ქვეყნიდან საერთაშორისო კოალიციის საბრძოლო ნაწილების გაყვანა დასრულდა. ამის შესახებ მან Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

"კოალიციის სამხედრო ოპერაციები დასრულებულია და მთელი მისი ჯარი და სამხედრო ტექნიკა ერაყის ფარგლებს გარეთ გაყვანილია. მისი როლი ახლა შემოიფარგლება კონსულტაციებითა და მხარდაჭერით, ერაყ-აშშ-ის სტრატეგიული დიალოგის შედეგების მიხედვით", - განაცხადა პრემიერმა.

მან მადლობა გადაუხადა კოალიციას და დაარწმუნა, რომ ერაყის შეიარაღებული ძალები მზად არიან, მოსახლეობა "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებისგან დაიცვან.

ერაყის შეიარაღებული ძალების სარდლობის გაერთიანებულმა შტაბმა 22 დეკემბერს გამოაცხადა, რომ ერაყიდან საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის საბრძოლო ნაწილების გაყვანა დასრულდა და ქვეყანაში მხოლოდ უცხოელი სამხედრო მრჩევლები დარჩნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system